ფირნიშები
 
Georgian (Georgia)Turkish (Turkiye)English (United Kingdom)
 
 
მთავარი პუბლიკაციები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები





პუბლიკაციები
ლოცვა ბეჭდვა ელფოსტა
 
მუხრან აბაშიძე
 
სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.                  
                        
ლოცვა ღმერთთან საუბარია. კავშირი, რომელსაც ამ დროს გაჩენილი გამჩენელთან ამყარებს, არის ულამაზესი: მორწმუნე მუსლიმანი, ღვთისაგან მონიჭებული ცნობიერების ნიჭით, აცნობიერებს რა სხვა უთვალავი წყალობის ღვთისმიერობასაც, - მუხლმოყრილი გამოხატავს მადლიერებას ამ ბედნიერებისათვის, თვით ლოცვა კი წარმოშობს ახალ ბედნიერებას. ესაა საზრდო, რომელიც მუდმივად ესაჭიროება სულს, რათა არ ჩაქრეს სინათლე, რომელიც დაბადებისთანავე აენთო; გაიზარდოს სიკეთის გრძნობა, რომელიც ცნობიერებასთან ერთად აღმოცენდა; მოირწყოს გული, რომელიც ამ სიკეთის ნამით სუნთქავს ადამიანში. თუ დავინახავთ, რამხელა გულუხვობაა ეს ყოველივე, რაც არაფრის სანაცვლოდ გვებოძა უდიდესი ალლაჰისაგან, - მაშინვე სალოცავად დავიჩოქებთ მის წინაშე ჩვენივე სისპეტაკისათვის. დიახ, ჩვენ ბედნიერების წყალობად ვლოცულობთ და ლოცვის წყალობით ვბედნიერდებით, ეს უწყვეტობა კი დიდი მდინარებაა ჩვენი სულიერი განვითარებისა.
დაწვრილებით...
 
სამშობლო და სარწმუნოება – სიმაღლეთა მწვერვალები ბეჭდვა ელფოსტა

 მუხრან აბაშიძე

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი 

 ,,ქება-დიდება შემოქმედთა შემოქმედს, მწყალობელთა მწყალობელ დიდ ალლაჰს. მისი მადლი და მშვიდობა ყველაზე დიდ ადამიანს, ჩვენს შუამავალს, ყველაზე წმინდასა და სამაგალითოს დასაბამიდან სამყაროს დასასრულამდე.’’

სამშობლო  ის მადლიანი ადგილია, სადაც უფლის ნებით მამულიშვილი იბადება, იზრდება და ცნობიერი რწმენით იწყებს დიდსულოვან მოღვაწეობას.

სამშობლო ამ მამულიშვილთა სასიყვარულო ბაღია, სადაც სტუმართმოყვარეობაშიც ებაძებიან ერთმანეთს ღვთისაგან ნაბოძები ამ ნიჭით; სადაც ერთად ყოფნით ხარობენ და თავი სამოთხეში ჰგონიათ ამ სიხარულით; სადაც სიყვარულებს თესავენ, რათა მათ ბაღში სიკეთეთა ნერგებმა გაიხარონ, გაიზარდონ და სამოთხიურ ყვავილებად გაიშალონ ამქვეყნად და მარადისობაში

დაწვრილებით...
 
რატომ მივიღე ისლამი ბეჭდვა ელფოსტა

 ავტორი: მირზა მიქატაძე
www.islam.ge
ლაილაჰე ილლალლაჰ

‘’რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
 თუ მამულს თავი არ ანაცვალე?!
 ეს აწუხებდა ცოტნე დადიანს,
 მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს’’

 ქართველი ახალგაზრდობის უმეტესობა საქართველოში უმთავრესად ამ პათოსით იზრდება ეს არის დაბადებიდან ჩვენი თვალსაწიერის ანიც და ჰაეც.

დაწვრილებით...
 
მუსლიმანი ქალი ბეჭდვა ელფოსტა
 
 მუსლიმანი ქალი და მისი რაბბი (ბატონი, მისი გამჩენი ალლაჰი) მორწმუნე ქალი ფხიზლობს 
 
ქალის ღირსება და უფლებები ისლამში ბეჭდვა ელფოსტა

                          
ქება და დიდება ალლაჰს, რომელმაც არარაობიდან გააჩინა ქვეყნად ყველაფერი და მიუჩინა მათ სათანადო ადგილი ამქვეყნიურ ცხოვრებაში. რადგან ყველაფერი მის მიერაა გაჩენილი, ჩვენ, გაჩენილთა შორის ყველაზე მაღალ საფეხურზე ადამიანი დააყენა. ადამიანი, რომელიც შედგება ორი საპირისპირო სქესისაგან, მაგრამ ეს ორი სქესი სინამდვილეში ერთ მთლიანობას ქმნიან

დაწვრილებით...
 
,,ვეფხისტყაოსნის’’ დევნის შესახებ ბეჭდვა ელფოსტა

 ,,ვეფხისტყაოსნის’’ დევნის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ამ პოემის პირველი მეცნიერი, გამომცემელი ვახტანგ VІ (1675 – 1737წწ.) ვახტანგის მოწმობით, ეკლესიის კლერიკალური წრეები ,,ვეფხისტყაოსანს’’ თვლიდნენ უზენაესობის მქადაგებელ თხზულებად. სწავლული მეფე შეეცადა

დაწვრილებით...
 
ბუნების საოცრებანი (ღმერთის საოცრებანი) ბეჭდვა ელფოსტა

 არსებობისათვის ბრძოლა ცხოველთა სამყაროს ორ ბანაკად ყოფს: აგრესორებად და თავდამცველებად. როცა მტაცებელთა ეშვები, ბრჭყალები, ნისკარტი და შხამიანი კბილები გვახსენდება ეჭვი გვეპარება როგორ უნდა დააღწიონ თავი მრისხანე იარაღის მთელ ამ არსენალს სუსტმა არსებებმა, მაგრამ წონასწორობა ბუნებაში არასოდეს არ ირღვევა: თავდასხმის რამდენი ხერხიც არსებობს თავდაცვის საშუალებაც იმდენივეა. ბალახის მჭამელ გიგანტთა ტრიუმვირატი – სპილო, მარტორქა, ბეჰემოთი  მტაცებელთა მხრივ ხელშეუხებელი არიან. სხვები – ხარი, გარეული კამეჩი, ჟირაფი და ზოგიერთი სხვა აგრესიას აგრესიითვე უპასუხებენ. ძლიერ სხეულთან ერთად მათ აქვთ თავდაცვის სოლიდარული იარაღი – რქა, ეშვი, კიდურები... მაგრამ ბუნებაში გაცილებით მეტია ისეთი ცხოველები,

დაწვრილებით...
 
ბათუმის მეჩეთები (წარსული და თანამედროვეობა) ბეჭდვა ელფოსტა

რუსლან ბარამიძე
ისტორიის აკადემიური დოქტორი

ნაშრომში ასახულია ბათუმში არსებული მეჩეთების ისტორია ქალაქის ისტორიის კონტექსტში ოსმალეთის პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს

დაწვრილებით...
 
ოჯახი და მისი მნიშვნელობა ბეჭდვა ელფოსტა
ბავშვი ოჯახში ვითარდება, იზრდება და საზოგადოების წევრად ყალიბდება. კარგი ოჯახი თავის წევრებთან ერთად წარმოადგენს ერს, ვიწრო გაგებით. ბაბუა-ბებიისაგან, დედ-მამისაგან, და-ძმისაგან, ზოგჯერ მამიდისა და ბიძისაგან შემდგარი ოჯახი ორგანიზებული და ჰარმონიული საზოგადოებაა.
 
«დაწყებაწინა12შემდეგიბოლოს»

გვერდი 1 of 2
 

copirght © 2007 - 2018 All rights reserved