ფირნიშები
 
Georgian (Georgia)Turkish (Turkiye)English (United Kingdom)
 
 
მთავარი რელიგია
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები





რელიგია
მეჩეთებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ბეჭდვა ელფოსტა

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას ბრძანებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ 24 მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მინისტრის ბრძანება #3/86 უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში.

დანართში, რომელიც თან ახლავს მინისტრის ბრძანებას, ჩამოთვლილია ის ობიექტები, რომლებსაც მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, მათ შორისაა მეჩეთები, რომლებიც განთავსებულია ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

უცნობია, უკავშირდება თუ არა აღნიშნული ბრძანების გამოცემა ხელშეკრულებას საქართველოსა და თურქეთს შორის. აღნიშნული ხელშეკრულების თაობაზე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს კულტურის მინისტრი თავის თურქ კოლეგას შეხვდა და განაცხადა მიღწეული შეთანხმების შესახებ.

დაწვრილებით...
 
ისლამი, დასავლეთი და მოდერნიზაცია ბეჭდვა ელფოსტა

ყველა იმ ადამიანს ვისაც რაიმე შეხება ან ინტერესი აქვს არაბული სამყაროს მიმართ ალბათ ჩემსავით გასჩენია ვიზუალური და გარეგნული ეფექტებით დაწყებული და სიღრმისეული საკითხებით დამთავრებული კითხვები, მაგალითად თუ რატომ აქვთ არაბებს შავი გრძელი წვერი და ჩადრები, საიდან არის ამდენი მოწოდებები მკვლელობებისკენ და რატომაა მათ წიაღში არქაიზმისა და ძალადობის ამდენი გამოვლინება? ისლამი შეუთავსებადია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, კაცისა და ქალის თანაბარ უფლებებთან და ზოგადად მოდერნულობასთან? საინტერესოა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ისტორიული კონტექსტისა და სხვა ბევრი სპეციფიური ფაქტორის გათვალისწინებით და ქვემოთ სწორედ ამას შევეცდები.

დაწვრილებით...
 
ისლამი ვიკიპედიაში ბეჭდვა ელფოსტა
ისლამი (არაბ. الإسلام islām "ერთგულება") - დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით  მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობა. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე.
 
მსხვერპლშეწირვის (ყურბანი) ისტორია ბეჭდვა ელფოსტა

 ყურბანი წმ. ადამ შუამავლის დროს

მხვერპლშეწირვა (ყურბანი) კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე მოღწეული ერთ-ერთი ღვთისმსახურებაა. ეს ღვთისმსახურება ჯერ კიდევ წმინდა ადამ შუამავლის შვილების დროინდელია, რომლის შესახებ წმ. ყურანი ასე გადმოგვცემს. "(მუჰამმედ) მოუთხრე მათ ჭეშმარიტებით

დაწვრილებით...
 


 

copirght © 2007 - 2018 All rights reserved