ფირნიშები
 
Georgian (Georgia)Turkish (Turkiye)English (United Kingdom)
 
 
მთავარი ჩვენს შესახებ
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები





ჩვენს შესახებ
მევლუდი ბეჭდვა ელფოსტა

 

დღეს პარასკევის ლოცვის შემდეგ ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში გაიმართა წმინდა მუჰამმედ შუამავლის დაბადების 1439 წლისთავთან მიძღვნილი საზეიმო ლოცვა. ლოცვა ორგანოზებუყლი იყო აჭარის მუსლიმთა სასულიერო სამუფთო სამმართველოს მიერ. მეჩეთში ტრადიციისამებრ წაკითხული იქნა მევლუდი. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ესწრებოდნენ ქალებიც, რომლებმაც შესარულეს პარასკევის ლოცვა, რის შემდგომაც დაესწრენ საზეიმო ლოცვებს. წმინდა დღესასწაული მლოცველებს მიულოცა აჭარის მუფთმა  ქემალ ცეცხლაძემ.
 
მუსლიმანი ქალის ცხოვრება ბეჭდვა ელფოსტა


დღევანდელ პერიოდში ცხოვრება ზოგადად სირთულეებთანაა დაკავშირებული და ეს სირთულე რა თქმა უნდა არც მუსლიმანი ქალისთვისაა უცხო, განაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ნაკლებად იცნობენ ისლამს და მის წესებს და სადაც რთულია გაიგონ, რატომ დადის ასე "უცნაურად" ჩაცმული ქალი. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

დაწვრილებით...
 
მოგესალმებით ბეჭდვა ელფოსტა

   მოგესალმებით ძვირფასო www.ISLAM.ge-ს სტუმრებო! თქვენს წინაშეა ქართული ვებ-გვერდი www.ISLAM.ge , რომელიც შეეცდება მაქსიმალურად მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ისლამის შესახებ. ამ გვერდის მთავარი მიზანი არაა მხოლოდ ამ რელიგიის ქადაგება, არამედ ის წარმოადგენს საინფორმაციო ბაზას, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მოიძიონ სხვადასხვა ინფორმაცია ისლამის შესახებ.
   ისლამი მსოფლიოში ერთ–ერთი პროგრესული რელიგიაა, რომელსაც უამრავი მიმდევარი და მორწმუნე ჰყავს. თანამედროვე ცივილიზაციის, მოდერნიზაციისა და გლობალიზაციის პირობებში ისლამი ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, ავსტრალიაში და თითქმის მთელ მსოფლიოში დღენიადაგ ახალი მორწმუნეებით ივსება და მყარდება. ისლამმა მედგრად გაუძლო მოდერნიზაციის წნეხს და შეინარჩუნა ფუნდამენტური საკითხები, რითაც გამოირჩევა ის დღეს სხვა რელიგიებისაგან. ისლამმა არა მარტო გაუძლო მოდერნიზაციის დარტყმას, არამედ უფრო განამტკიცა თავისი ჭეშმარიტება. ამას ხელი შეუწყო სასწაულმოქმედების მქონე წყარომ წმინდა ყურანმა, რომელიც ერთდროულად პასუხობს სამ დროს, წარსულს, აწმყოსა და მომავალს, ასევე შეიცავს იმ საიდუმლოებებს, რომლებიც ბუნების წიაღში არსებობს და ნელ–ნელა ხდება ცნობილი კაცობრიობისათვის. წმინდა ყურანის სასწაულმოქმედება გამოიხატება მის ენობრივ, ლიტერატურულ მაღალხატოვნებაშიც, რომლის წინაშეც ქედს იხრიდნენ ისეთი დიდი ფილოსოფოსები და ლიტერატორები, რომელთა შედევრებსაც მსოფლიო აღიარებს.

   ვებ-გვერდი გათვლილია საზოგადოების ფართო მკითხველისათვის. მსგავსი ვებ-გვერდები საქართველოში თითქმის არ არის, რის გამოც დაინტერესებულ ქართველ მკითხველს ხშირად უხდება სხვადასხვა მექანიზმებითა და მეთოდებით ეძიონ ისლამის შესახებ ინფორმაციას. თუმცა ვებ-გვერდი პირველ ეტაპზე ვერ შეძლებს ქართულ ენაზე მოგაწოდოთ იმ რაოდენობის ინფორმაცია, რომ თქვენი ინტერესი დაგიკმაყოფილოთ, თუმცა ის დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო წყაროების მოძიებაში.
   ვებ-გვერდი პირველ ეტაპზე იმუშავებს ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე და შეიცავს არა მარტო ინფორმაციას ისლამის შესახებ, არამედ ეს იქნება ერთ–ერთი ვებ-ჟურნალი და საინფორმაციო წყარო, როგორც ჩვენს ქვეყნაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, პრესის მოკლე მიმოხილვითა და მსოფლიოში მომხდარი საინტერესო ამბებით.
   ვფიქრობთ, ეს სჭირდება ყველას, მიუხედავად იმისა, ის ისლამის მაღიარებელი იქნება თუ არა.
   მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემებზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს . ელ-ფოსტით და მიიღებთ სრულ და დამაკმაყოფილებელ პასუხებს.

 


 

copirght © 2007 - 2018 All rights reserved