ფირნიშები
 
Georgian (Georgia)Turkish (Turkiye)English (United Kingdom)
 
 
მთავარი ახალი ამბები მილოცვა
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები





მილოცვა ბეჭდვა ელფოსტა

ქართველ მუსლიმთა კავშირის სახელით მინდა შევუერთდე იმ დიდ სადღესასწაულო სიხარულს, რომელსაც მთელი ისლამური სამყარო მოუთმენლად ელოდება . ეს არის ისლამში არსებულ ორ დიდ დღესასწაულთაგან უდიდესი დღესასწაული ყურბან ბაირამი, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით მე–12 თვის ზილჰიჯჯას მე–10 დღეს აღინიშნება, მიმდინარე წელს ეს თარიღი 15 ოქტომბერს დაემთხვა. 

სულითა და გულით ვულოცავ ამ წმინდა დღეს მსოფლიოს ყველა მუსლიმს, უზენაესმა გამჩენმა ალლაჰმა იყაბულოს ყველა მათგანის შესაწირი ყურბანი. ამ დღის მადლით ღმერთმა დაამკვიდროს ადამიანთა შორის სიყვარული, მსოფლიოში მშვიდობა, შეწყვეტილიყოს სისხლისღვრა და კაცთმოძულეობა, შოვინიზმი და გაუტანლობა.

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოში მცხოვრებ ქართველ და არაქართველ მუსლიმებს, ვუსურვებ მათ თავიანთ ოჯახებში სიმშვიდეს, სიუხვეს, ყოველივე კარგს და სხვა აღმსარებლებთან ერთად მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრებას. 

ღმერთმა დალოცოს და ხელი მოუმართოს ყველა კეთილმყოფელ ადამიანს.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. აამინ.

ზურაბ(ქემალ) ცეცხლაძე 

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე

 

 
 

copirght © 2007 - 2018 All rights reserved