ფირნიშები
 
Georgian (Georgia)Turkish (Turkiye)English (United Kingdom)
 
 
მთავარი ახალი ამბები „მშვიდობიანობის შენება დაყოფილსა და დანაწევრებულ საზოგადოებაში“
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები





„მშვიდობიანობის შენება დაყოფილსა და დანაწევრებულ საზოგადოებაში“ ბეჭდვა ელფოსტა

“ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ორგანიზებით ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე „მშვიდობიანობის შენება დაყოფილსა და დანაწევრებულ საზოგადოებაში -(ბალკანეთის მაგალითზე)“ ჩატარდა. ლექცია წაიკითხა ბრიტანელმა მოძღვარმა დონალდ რიივსიმა. როგორც მოძღვარმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიურ კომპესიებს შორის თანამშრომლობა და მეგობრობაა. რონალდ რიივსის თქმით, რელიგიურ უმცირესობებს ანგარიში უნდა გაეწიოთ:

„რელიგიურ უმცირესობებს ანგარიში უნდა გაეწიოს. საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებელია და ბევრ კარგ საქმე უნდა გააკეთოს ქრისტიანულმა ეკლესიამ. მათშორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი სხვადასხვა რელიგიურ კომფესიებს შორის თანამშრომლობა და მეგობრობაა“, - აღნიშნა რონალდ რიივსმა. 

მოძღვარი დონალდ რიივსი არის ბრიტანელი, ევანგელური ეკლესიის წინამძღვარი საზოგადო მოღვაწე და მშვიდობის დესპანი ბალკანეთის სამშვიდობო პროცესებში.  ის არის ორგანიზაცია “ევროპის სულის” (the Soul of Europe) დამაარსებელი და დირექტორი. მას საგანგებო წვლილი შეაქვს ბრიტანეთში და მთელ მსოფლიოში ქრისტიანთა და მუსლიმთა შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში. რონალდ რიივსმა თავის გერმანელ და ფრანგ მეგობრებთან ერთად დაარსა “12 ქალაქის პროექტი”  რომელიც მოიცავს ევროპის 12 ქალაქს და მიზანად ისახავს ევროპაში ისლამოფობიის დაძლევას. მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის თხოვნით ევროპის იმ თორმეტი  ევროპული ქალაქის სიაში, ლონდონის, პარიზის, ბერლინთან ერთად, ერთი ქალაქის სტატუსით ჩართულია ქალაქი თბილისი და ბათუმიც.

როგორც მალხაზ სონღულაშვილმა ლექციის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასიხარულოა, რომ თბილისს და ბათუმს მოიაზრებენ როგორც ევროპულ ქალაქებს.

„ძალიან სასიხარულოა, რომ თბილისს და ბათუმს მოიაზრებენ როგორც ევროპულ ქალაქებს. ამასთან, მათ სურთ, მოიაზრონ ეს ქალაქები როგორც მოკავშირეები იმ მიზნით, რომ მოხდეს კულტურებს, რელიგიებს, ადამიანებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა“, - აღნიშნა მალხაზ სონღულაშვილმა.
 
რონალდ რიივსისთვის სამშვიდობო საქმიანობის გამო, დიდი ბრიტანეთის დედოფალს მისთვის მინიჭებული აქვს ბრიტანეთის იმპერიის წევრის MBE კავალრის წოდება.

რონალდ რიივსი თბილისში საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის მოწვევით იმყოფებოდა. ის ცნობილ ბრიტანელ მხატვარ პიტერ პელცთან ერთად ჩამოვიდა. აჭარაში, ქალაქ ბათუმში კი ისინი „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ სტუმრები იყვნენ.

როგორც „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ზურაბ ცეცხლაძემ აღნიშნა, მთავარია, მსოფლიოში იყოს მშვიდობა და საქართველომ რელიგიური კომპესიების კუთხით ევროპული გამოცდილება გაიზიაროს.

ლექციის დამთავრების შემდეგ სტუმრებმა ბათუმის ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს, შემდეგ კი მაღალმთიან აჭარას, კერძოდ კი ხულოს რაიონს ეწვივნენ.
 
ხულოდან სტუმრები გოდერძის უღელტეხილით სოფელ ჭელას ესტუმრნენ და პარასკევის ლოცვაზე ჭელელ მუსლიმებს სოლიდარობის ნიშნად ლოცვა აღავლინეს. გაესაუბრნენ ადგილობრივ მუსლიმებს.
 
„ასეთი დონის სტუმრების მისვლა სოფელ ჭელაში ძალიან მნიშვნელოვანია, ერთისმხრივ, იმიტომ რომ სტუმრები არიან ქრისტიანი წინამძღვები, რაც მასპინძლებისთვის ფსიქოლოგიური მახდაჭერის გრძნობას მხარს უჭერს და მეორესმხრივ იმ ფონზე რა ფონიც გვაქვს დღეს ამ რეგიონში რელიგიური დისკრიმინაციის გამოსწორების კუთხით იმედის ნაპერწკასლ აჩენს. სტუმრებმა ლოცვის შემდეგ მეჩეთში მუსლიმ მრევლს გაესაუბრნენ, აქცენტები ქრისტიანობასა და ისლამს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე გაკეთდა. აქვე განაცხადეს რომ მათ მხარში ამოუდგებიან და დაეხმარებიან მინარეთის თავის ადგილზე დაბრუნების საქმეში“. აცხადებს  ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვცანელი ტარიალ ნაკაიძე.
 
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როცა ჩვენი, ქრისტიანი ძმებს ესმით ჩვენი გულისტკივილისა და ჩვენთან ერთად არიან. ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი და ამ მძიმე დროს შვება იყო, როცა ლოცვის დროს ჩვენს რიგებში ქრისტიანი წინამძღვრებიც იდგნენ, გვიცხადებენ სოლიდარობას. ასევე მნიშვნელოვანია ევროპელი ქრისტიანი წინამძღვრები გვესტუმრენ და მათაც გავაცანით ჩვენი მდგომარეობის შესახებ. „ აცხადებს სოფელ ჭელის იმამი ჯამბულ აბულაძე.

სტუმრებმა მოინახულეს დასაწყობებული მინარეთი სოფელ ჭელის შესასვლელში და ილოცეს მისი ადგილზე დაბრუნებისათვის.   

 
 

copirght © 2007 - 2018 All rights reserved