ფირნიშები
 
Georgian (Georgia)Turkish (Turkiye)English (United Kingdom)
 
 
მთავარი ახალი ამბები „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ ბათუმში უცხოეთის და საქართველოს ქრისტიან სასულიერო დელეგაციებს მასპინძლობს
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები





„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ ბათუმში უცხოეთის და საქართველოს ქრისტიან სასულიერო დელეგაციებს მასპინძლობს ბეჭდვა ელფოსტა

 

გუშინ 22 იანვარს ქართველ მუსლიმთა კავშირმა" ბათუმში მიიღო მაღალი რანგის სტუმრები  დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების სასულიერო პირების შემადგენლობით. დელეგაციის ჩამოსვლის მიზანი საქართველოში მუსლიმთა და ქრისტიანთა ურთიერთობის გაცნობა და ორ მონოთეისტურ რელიგიას შორის მეგობრული თანამშრომლობის გაღვივება და გაღრმავება, ასევე, საქართველო მოქმედ მუსლიმურ ორგანიზაცეიბთან კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაგრძელება იყო. უცხოელ დელაგაციასთან ერთად ბათუმში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ქორეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი და ეკლესიის სხვა წევრები. ბათუმელი მუსლიმები ურთიერთობების უფრო გაღრმავების მიზნით სტუმრებს თავიანთ ოჯახებში გაუმასპინძლდნენ.

 Islam.ge შეეცადა გასაუბრებოდა დელეგაციის წევრებსა და შეხვედრის ორგანიზატორებს.

ეს შეხვედრა მიზნად ისახავს ორი დიდი ცივილიზაციის, ისლამურ და ქრისტიანული კულტურის ურთიერთ თანამშრომლობას, ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავუზიარეთ საქართველოში მუსლიმ და ქრისტიან ადამიანების თანაცხოვრების ტრადიცია. სტუმრებმა გაგვაცნეს მათ ქვეყნებში არსებული გამოცდლებებიმივიღეთ ინფორმაცია თავიანთ ქვეყნებში სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობების შესახებ. შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ურთიერთთანაცხოვრებას, ტოლერანტული დამოკიდებულებებს, რელიგიათა შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. განაცხადა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომერემ ზურაბ ცეცხლაძემ.

სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ქართველ მუსლიმთა ოჯახებმა.ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, როცა ჩემს ოჯახში მესტუმრნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქრისტიანი დები. ამისათვის მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელობას. აირჩიეს ჩემი ოჯახი და მომცეს შანსი მემასპინძლა ამ მეტად მნიშვნელოვან და პატივცემულ სტუმრებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად ვერ ვფლობდით ინგლისურს ენას, იმ სიყვარულმა და პატივისცემამ, რაც ჩვენს შორის ჩამოყალიბდა და რაც მოდიოდა ჩვენი სტუმრებისაგან გაგვიმარტივა  ურთიერთგაგება. აცხადებს მუსლიმი მასპინძელი ოჯახის წევრი ქალბატონი ირინა ღორჯომელაძე.

 ძალიან მოვიხიბლე ქართული სტუმართმოყვარეობით, ჩვენი სურვილი იყო ქართველი მუსლიმების უკეთ გაცნობის მიზნით ბათუმში მოგვცემოდა საშუალება ერთი ღამე გვეცხოვრა ქართველ მუსლიმების ოჯახებში. მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ მუსლიმთა კავშირს, ჩვენს მასპინძლებს, მოგვცეს ამის საშუალება და შეგვახვედრეს მუსლიმ დებთან. მე გამიმართლა ჩემი მასპინძელი ბატონი გიორგი ჩოგაძე კარგად ფლობდა ინგლისურ ენას და არ შემქმნია ენობრივი ბარიერი, თუმცა ჩემმა მეგობრებმა, როგორც მითხრეს მასპინძელთა ის მიმიკა, ის სტუმართმოყვარული დამოკიდებულება და სიყვარული, რომელიც მოდიოდა მათი მხრიდან ყველანაირად ლახავდა ენობრივ ბარიერის პრობლემას. მე წარმოვადგენ ამერიკელ ბაპტისტ ქალთა ნაციონალური საზოგადოებას დღეს ჩვენ დელეგაციაში ვიმყოფებით სულ 11 ქალი, ყველა წარმოადგენს სხვადასხვა დამოუკიდებელ ორგანიზაციას და სასულიერო პირს. ჩვენ ყველა მადლიერი და კმაყოფილი ვართ ბათუმში ვიზიტით. აცხადებს ამერიკელ ბაპტისტ ქალთა ნაციონალური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორ ვირჯინია ჰოლმსტრომი.

 ჩვენი დამოკიდებულება სხვა აღმსარებლობის მიმართ არის ტოლერანტული, ცნობილი 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ძალიან დაიძაბა ურთიერთობები ამერიკაში მუსლიმ მრევლის მიმართ. ჩვენ და ჩევნი ეკლესიები ისხდნენ მეჩეთის კარებთან და ცდილობდნენ მუსლიმებს მხარში დადგომოდენ მოსახლეობის აგრესიის წინააღმდეგ. ამავე დროს ვცდილობდით გაგვემარტა, რომ ტერორიზმს არანაირი საერთო არ აქვს ისლამთან. ვცდილობდით ჩვენს ამერიკელ მუსლიმ დებთან და ძმებთან ერთად ამერიკის მოსახლეობისათვის გაგვეცნო ზოგადად ისლამის მთავარი საფუძვლების შესახებ. ვფიქრობ ჩვენმა ასეთმა კოორდინირებულმა მუშაობამ კარგი შედეგი მიიღო. თავიდან ავიცილეთ ბევრი გაუგებრობები, რომელიც შეიძლება მოჰყოლოდა  ხსენებულ მოვლენებს. ჩვენ მხარი დავჭირეთ ამერიკაში ცნობილი მეჩეთის მშენებლობას. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩდრილოეთ ამერიკის  მუსლიმურ გაერთიენებასთან და ჩვენი სურვილია საქართველოში გაგრძელდეს მუსლიმურ ორგანიზაციებსა და მუსლიმ მრევლთან მჭიდრო ურთიერთობები. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, ქალაქ ბათუმში. მადლობას ვუხდი ჩვენს მუსლიმ მეგობრებს, რომლებმაც დაგვაბინავეს თავიანთ ოჯახებში, რამაც უფრო მეტი საშუალება მოგვცა ახლოდან გავცნობოდით ერთმანეთს.“ აცხადებს  როი მედლეი ჩრდილოეთ ამერიკის ეკლსიათა საბჭოს პრეზიდენტი. ამერიკის ბაპტისტური ეკლესიის გენერალური მდივანი.

 დელეგაცია ჩამოსული არის საქართველოში, რათა დაადასტუროს მეგობრობა, სიყვარული. გამოითქვა სურვილი, რომ თანამშრომობა გაღრმავდეს განმტკიცდეს, ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, არამარტო საქართველოში არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. აჭარა არის ორი ცივილიზაციის საზღვარი, კარიბჭე, ის მაგალითი, რომელსაც  აჭარა მისცემს ქრისტიანთა და მუსლიმთა მეგობრობას სამაგალითო იქნება დანარჩენ სამყაროსთან. ჩვენი რელიგიების საფუძვლები აბრაამისეულია, რაც შეიძლება იქცეს ჩვენი ურთიერთობების მთავარ ღეძად.“ განაცხადა ბათუმის მეჩეთში შეხვედრისასევანგელურ-ბაფტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა.

 სტუმრები ბათუმის მეჩეთს ესტუმრნენ, შეხვდნენ სრულიად საქართველოს მუფთს ბატონ ჯემალ პაქსაძეს. მეჩეთში შედგა ერთობლივი ლოცვა.ჩვენ ბედნიერნი ვართ გაჩენილთა შორის უფალმა ადამიანებად გაგავაჩინა, ისლამი არის სიყვარულის, მეგობრობის, მშვიდობის რელიგია. ჩვენ ადამიანები ვალდებულნი ვართ ერთმანეთთან ვიურთიერთოთ და ვითანამშრომლოთ. აჭარა გამოირჩევა თავისი ტოლერანტობით. აქ ერთ ოჯახში შეიძლება იყოს მუსლიმი, ქრსტიანიც. ჩვენი თანაცხოვრება ალბათ სამაგალითო იქნება მსოფლიოში. “ ასე მიმართა სტუმრებს მუფთმა ბატონმა ჯემალ პაქსაძემ.

მე ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, 20 წელია ამ ქვეყანასთან მაქვს შეხება და ზოგადად ვიცნობ  ქართველების კულტურას. მე აღფრთოვანებული ვარ ქართველ მუსლიმთა კავშირის მასპინძლობით, ასევე იმ ოჯახების მიმართ ვინც ჩვენ გაგვიმასპინძლდნენ თავიანთ ოჯახებში. ასევე მინდა დიდი მადლობა გითხრათ ბატონო მუფთო ასეთი თბილი მიღებისათვის მეჩეთში. ინგლისში მე სადაც ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ცხოვრობენ ძალიან ბევრი მუსლიმი, სამწუხაროდ ისინი დაყოფილი არიან სხვადასხვა ეთნიკური და წარმომავლობის ნიშნით. თქვენთან დავინახე ერთიანობა და მიხარია, რომ არსებობს საერთო სამმართველო მუსლიმებისა საქართველოში. ასე რომ იყოს ჩვენს ქვეყანაშიც უფრო ადვილი იქნება ურთიერთობა მუსლიმებისა და ქრისტიანებს შორის. ვფიქრობ ჩვენ ქვეყანაში მცხოვრებმა მუსლიმებმაც უნდა გადაიღონ საქართველოს ეს მაგალითი. " მეჩეთში შეხვედრისას განაცხადა ვეიკფილდის ეპისკოპოსმა, ლორდთა პალატის წევრიმა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომისიის წევრმა პატივცემულმა სტეფან პლატტენმა.

 უცხოელების დელეგაცია მეჩეთში შეხვედრის შემდეგ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომერემ ბატონმა არჩილ ხაბაძემ. მთავრობის სახლში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე თემა იქნა განხილული, მათ შორის, აჭარაში, კერძოდ ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხიც. რელიგიათა წარმომადგენლების განცხადებით, მუსლიმან აღმსარებელთა სიმრავლის გამო, სასურველია რეგიონში კიდევ ერთი სალოცავი აშენდეს.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ამ თემაზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს, მთავრობა მზადაა ხელი შეუწყოს მუსლიმებს და აგებული იქნას, ბათუმში ანდა მის შემოგარენში ახალი მეჩეთი".

 

 სტუმრები ამ შეხვედრის შემდეგ გადავიდნენ ქართველ მუსლიმთა კავშირის ოფისში, სადაც ამერიკელი ქრისტიანი დების მიერ ხელი ნაქსოვი შარფები, საჩუქრად გადასცეს ქართველ მუსლიმ მასპინძელ ქალბატონებს.

 ეს პატარა საჩუქარი სახელდახელოდ მოქსოვეს ჩვენი ორგანიზაციების წევრმა ქალებმა და ქართველი მუსლიმი ქალებისა და ამერიკელი ქრისტიანი ქალების მეგობრობის ნიშნად. მათი სახელით გვინდა გადმოგცეთ ეს სიმბოლური საჩუქარი.განუცხადა მასპინძელ ქალბატონებს ვაშინგტონში ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელმა ქალბატონმა კარენ კონოვერმა.

ქართველ მუსლიმთა ქავშირის თავმჯდომარემ სტუმრებს საჩუქრად გადასცა ქართულად თარგმნილი 

ყურანი.

 სტუმრებმა დაათვალიერეს ბათუმის სახვადასხვა ღირშესანიშნაოები. სტუმრები დღეს 23 იანვარს გაემგზავრნენ თბილისში.

Islam.ge

 

 

 
 

copirght © 2007 - 2018 All rights reserved