ფირნიშები
 
Georgian (Georgia)Turkish (Turkiye)English (United Kingdom)
 
 
მთავარი
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები





მთავარი გვერდი
მეჩეთებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ბეჭდვა ელფოსტა

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას ბრძანებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ 24 მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მინისტრის ბრძანება #3/86 უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში.

დანართში, რომელიც თან ახლავს მინისტრის ბრძანებას, ჩამოთვლილია ის ობიექტები, რომლებსაც მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, მათ შორისაა მეჩეთები, რომლებიც განთავსებულია ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

უცნობია, უკავშირდება თუ არა აღნიშნული ბრძანების გამოცემა ხელშეკრულებას საქართველოსა და თურქეთს შორის. აღნიშნული ხელშეკრულების თაობაზე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს კულტურის მინისტრი თავის თურქ კოლეგას შეხვდა და განაცხადა მიღწეული შეთანხმების შესახებ.

დაწვრილებით...
 
ბათუმის მეჩეთები (წარსული და თანამედროვეობა) ბეჭდვა ელფოსტა

რუსლან ბარამიძე
ისტორიის აკადემიური დოქტორი

ნაშრომში ასახულია ბათუმში არსებული მეჩეთების ისტორია ქალაქის ისტორიის კონტექსტში ოსმალეთის პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს

დაწვრილებით...
 
შედარებითი მიდგომა ისლამისადმი და დემოკრატიისადმი ბეჭდვა ელფოსტა

რელიგია, განსაკუთრებით კი ისლამი, ბოლო წლების განმავლობაში გახდა მსჯელობის ყველაზე რთული საგანი. თანამედროვე კულტურა მას უახლოვდებოდა ან ანთროპოლოგიის, ან თეოლოგიისა და ფსიქოლოგიის, ან ფსიქოანალიზის თვალსაზრისით და აფასებდა მას ემპირიული მეთოდებით.

 ერთის მხრივ რელიგია არის მოვლენა, რომელსაც ადამიანი შინაგანად გრძნობს და განიცდის, რომელსაც აქვს ურთიერთობა მისი ცხოვრების რეგულარულ და შეუცვლელ ასპექტებთან, მაგრამ მეორეს მხრივ, ზოგიერთ მორწმუნეს რელიგია შეუძლია განიხილოს, როგორც ფილოსოფია, რაციონალური პრინციპების კრებული ან უბრალოდ მისტიციზმი. სირთულე იზრდება, როდესაც საქმე ეხება ისლამს, რადგან ზოგიერთ მუსლიმანს და პოლიტიკოსს წარმოდგენილი აქვთ ის, როგორც სუფთა პოლიტიკური, სოციოლოგიური და ეკონომიკური იდეოლოგია და არა, როგორც რელიგია.

თუ ჩვენ გვინდა ზუსტად გავაანალიზოთ რელიგია, დემოკრატია, ფილოსოფია ან რომელიმე სხვა სისტემა, ყურადღების გამახვილება გვმართებს ადამიანის ბუნებასა და ადამიანურ ცხოვრებაზე. ამ თვალსაზრისით, საერთოდ, რელიგია, კერძოდ ისლამი არ შეიძლება შევადაროთ დემოკრატიას ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ სისტემებს, ერთნაირი მიდგომით. რელიგია ყურადღებას ამახვილებს ცხოვრებისა და ყოფის, არა დამატებით და უცვლელ ასპექტებზე, იმ დროს როცა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ სისტემებს ჩვენი ცხოვრების მხოლოდ განსაზღვრული და მუდამ ცვალებადი საზოგადოებრივი ასპექტები აღელვებს.

დაწვრილებით...
 
ქართველმა ქრისტიანმა ქალმა ისლამი აღიარა ბეჭდვა ელფოსტა

 ქართველი დედა და შვილი, რომლებიც 14 წელია თურქეთის რესპუბლიკის ქ. მანავგატში ცხოვრობენ ისლამი მიიღეს. ქართველებმა 34 წლის ეთერმა და 13 წლის ნინელიმ ისლამი მანავგატის მუფთის ჰალილ თაშის  წინაშე აღიარეს. მანავგათის მუფთმა მათ ჭეშმარიტების აღიარება მიულოცა და საჩუქრად ისლამის შესახებ ქართულად თარგმნილი წიგნი, „ჩემს სარწმუნოებას ვსწავლობ“

დაწვრილებით...
 
ისლამი და დემოკრატია ბეჭდვა ელფოსტა
ისლამი არის ქრისტიანობის შემდგომი უძველესი რელიგია. იგი წარმოიშვა აღმოსავლეთის ქვეყნებში და დაიკავა დომინანტური როლი რეგიონში. ჩვენი განსახილველი თემა არის ისლამისა და მოდერნულ-დემოკრატიული სამყაროს დამოკიდებულების განხილვა შეფასება. ორივე სამყარო როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის გარკვეული ისტორიული კანონზმომიერების შედეგია. ერთგან თუ რელიგია თამაშობდა გადამწყვეტ როლს, მეორეგან წამყვან იდეოლოგიად ლიბერალიზმი და სამოქალაქო ფაქტორი იყო. სწორედ ეს ისტორიული კანონზომიერებანი და სხვა მრავალი მასში შემავალი ფაქტორები განაპირობებს მსოფლიოს მრავალფეროვნებას.ჩვენი განხილვის მიზანია ამ ურთიერთდამოკიდებულების განხივლა, რაც ამ ორ მხარეს არსებობს. ვფიქრობ, რომ საკითხის უკეთ წარმოჩენისათვის
დაწვრილებით...
 
თავსაფარი ტყვეობის სიმბოლო კი არა უმწიკვლობისა და უბილწობის სიმბოლოა ბეჭდვა ელფოსტა

ისლამის რელიგიის მიხედვით თავსაფრის ტარება უზენაესის ბრძანებაა და ამ ბრძანებას მორწმუნე ქალები ნებაყოფლობით ასრულებენ. საერთოდ, რწმენასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ნებაყოფლობითია და ძალდატანების უფლება არავის არ აქვს. აქედან გამომდინარე, ძნელია გაგება იმისა, თუ პიროვნება როგორ შეიძლება ჩაითვალოს ტყვედ თუ ის უფლის ნებას ასრულებს? ქართველები ქალს ხომ მანდილოსანს უწოდებენ, რაც პირდაპირი მნიშვნელობით მანდილის მატარებელს ნიშნავს. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ესეიგი მანდილოსანი, ანუ ქალი, რომელიც მანდილს ატარებს ჩაგრული ტყვეა?!

დაწვრილებით...
 
მე, ქრისტიანი, ასე ვფიქრობ ამ ბრძენ კაცს იმთავითვე, ყურს თუ დავუგდებთ, 11 სექტემბერი იქნებ მშვიდობიანადაც დაღამებულიყო ბეჭდვა ელფოსტა
დაწვრილებით...
 
ლოცვა ბეჭდვა ელფოსტა
 
მუხრან აბაშიძე
 
სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.                  
                        
ლოცვა ღმერთთან საუბარია. კავშირი, რომელსაც ამ დროს გაჩენილი გამჩენელთან ამყარებს, არის ულამაზესი: მორწმუნე მუსლიმანი, ღვთისაგან მონიჭებული ცნობიერების ნიჭით, აცნობიერებს რა სხვა უთვალავი წყალობის ღვთისმიერობასაც, - მუხლმოყრილი გამოხატავს მადლიერებას ამ ბედნიერებისათვის, თვით ლოცვა კი წარმოშობს ახალ ბედნიერებას. ესაა საზრდო, რომელიც მუდმივად ესაჭიროება სულს, რათა არ ჩაქრეს სინათლე, რომელიც დაბადებისთანავე აენთო; გაიზარდოს სიკეთის გრძნობა, რომელიც ცნობიერებასთან ერთად აღმოცენდა; მოირწყოს გული, რომელიც ამ სიკეთის ნამით სუნთქავს ადამიანში. თუ დავინახავთ, რამხელა გულუხვობაა ეს ყოველივე, რაც არაფრის სანაცვლოდ გვებოძა უდიდესი ალლაჰისაგან, - მაშინვე სალოცავად დავიჩოქებთ მის წინაშე ჩვენივე სისპეტაკისათვის. დიახ, ჩვენ ბედნიერების წყალობად ვლოცულობთ და ლოცვის წყალობით ვბედნიერდებით, ეს უწყვეტობა კი დიდი მდინარებაა ჩვენი სულიერი განვითარებისა.
დაწვრილებით...
 
სამშობლო და სარწმუნოება – სიმაღლეთა მწვერვალები ბეჭდვა ელფოსტა

 მუხრან აბაშიძე

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი 

 ,,ქება-დიდება შემოქმედთა შემოქმედს, მწყალობელთა მწყალობელ დიდ ალლაჰს. მისი მადლი და მშვიდობა ყველაზე დიდ ადამიანს, ჩვენს შუამავალს, ყველაზე წმინდასა და სამაგალითოს დასაბამიდან სამყაროს დასასრულამდე.’’

სამშობლო  ის მადლიანი ადგილია, სადაც უფლის ნებით მამულიშვილი იბადება, იზრდება და ცნობიერი რწმენით იწყებს დიდსულოვან მოღვაწეობას.

სამშობლო ამ მამულიშვილთა სასიყვარულო ბაღია, სადაც სტუმართმოყვარეობაშიც ებაძებიან ერთმანეთს ღვთისაგან ნაბოძები ამ ნიჭით; სადაც ერთად ყოფნით ხარობენ და თავი სამოთხეში ჰგონიათ ამ სიხარულით; სადაც სიყვარულებს თესავენ, რათა მათ ბაღში სიკეთეთა ნერგებმა გაიხარონ, გაიზარდონ და სამოთხიურ ყვავილებად გაიშალონ ამქვეყნად და მარადისობაში

დაწვრილებით...
 
მუსლიმთა ერთიანობის სიმბოლო ბეჭდვა ელფოსტა
ახმეტის რაიონის სოფელ დუისში იუსუფ მარგოშვილის სახელობის საშუალო სკოლაში მუსლიმთა წმინდა წიგნის - ყურანის ქართული თარგმანის 
პრეზენტაცია გაიმართა. 

ხანგოშვილების ოჯახში პანკისის ხეობაში ჩვენი თანამშრომლის, მექა ხანგოშვილის ოჯახში `კავკასიური სახლის` თანამშრომლები არაერთხელ ვყოფილვართ. ამჯერად ყურანი და `კავკასიური სახლის` სხვა გამოცემები ჩაგვაქვს. თბილად, კავკასიური სტუმართმოყვარეობით გვეგებებიან. ცოტა წავიხემსოთ, დაღლილები იქნებითო, გვეუბნება ოჯახის უფროსი ბატონი ხასო. გიორგი ლობჟანიძეს, ყურანის მთარგმნელს შესცქერის და ასეთმა ახალგაზრდამ ესოდენ დიდი შრომა როგორ გასწიაო, უკვირს კიდეც. იუსუფ მარგოშვილის სახელობის საშუალო სკოლის სამასწავლებლო ინტერესი დიდია, სკამები არ გვყოფნის. პირველად უხუცესები სხდებიან, შემდეგ სტუმრები, ბოლოს ახალგაზრდები და ქალები. ჩასულებს ცოტა დაბნეულობა გვეტყობა, განსაკუთრებით გიორგი ღელავს. შესავალ სიტყვას ბატონი ხასო წარმოთქვამს: ყურანი დედნიდან ითარგმნა, არაბულიდან, ენიდან, რომელზედაც ალ-ლაჰმა გარდმოავლინა. თარგმანი მაჰმადიანს, ისლამის მიმდევარს რომ შეესრულებინა, ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევდით, მაგრამ 
იგი ქრისტიანმა კაცმა, ქართველმა ახალგაზრდამ შეასრულა. გიორგიმ თორმეტი წელი მოანდომა ამ თარგმანს, რომელშიც უზარმაზარი შრომაა ჩადებული. გამოცემა იმითაცაა გამორჩეული, რომ კომენტარები ახლავს. ამ თარგმანმა ირანის სახელმწიფო პრემია `წლის წიგნი~ მიიღო. მართალია, ყურანის ქართულად წაკითხვა აქამდეც შეგვეძლო, 1906 წელს პეტრე მირიანაშვილმა `ცოდნის საზოგადოების~ დაკვეთითა და ილია ჭავჭავაძის თაოსნობით თარგმნა იგი, მაგრამ ის თარგმანი ფრანგული ენიდან იყო შესრულებული, თანაც მას შემდეგ 100 წელი გავიდა და ენაც თანამედროვე ქართულს უკვე საკმაოდაა დაშორებული. იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი გამოცხადებითი რელიგიებია, ერთ ღმერთს რომ აღიარებს და რელიგიათა ერთ ოჯახს ქმნის. ამიტომ ჩვენ, ქართველმა მუსლიმებმა, ქისტებმა არა მხოლოდ ჩვენი რელიგია უნდა ვიცოდეთ, არამედ იუდაიზმი და ქრისტიანობაცო, - ამბობს ბატონი ხასო.

 
მუსლიმთა კავშირის წევრები მუჰამედ შუამავლის დაბადების 1440-ე წლისთავს აღნიშნავენ ბეჭდვა ელფოსტა

ავტორები: ქეთი დუმბაძე; ლაშა თავდგირიძე; მამუკა ცერცვაძე
ვიდეო რეპორტაჟი TV25

აჭარაში მცხოვრები მუსლიმანები წმინდა მუჰამედ შუამავლის დაბადების 1440 წლისთავს აღნიშნავენ. კვირეულის ფარგლებში „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“ ბონის კულტურის სახლში მორწმუნეთა შეკრება მოაწყო. შეხვედრას თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველი მუსლიმანები და ამავე ქვეყნების წარმომადგენელი კონსულები ესწრებოდნენ. შეკრებაზე „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ პრეზენტაცია შედგა, ხელმძღვანელთა თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანი ისლამის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მცხოვრებ მუსლიმანურ დიასპორებთან საგანმანათლებლო-კულტურული ხასიათის ურთიერთთანამშრომლობა იქნება

 
ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში და ფეთჰულაჰ გიულენის შეხედულებები ბეჭდვა ელფოსტა
ემზარ მაკარაძე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი
 
მსოფლიო გლობალიზაციის ხანაში მშვიდობის, ურთიერთგაგების, სიყვარულის, ტოლერანტობის, ცივილიზაციების, კულტურათა და ეთნიკური უმცირესობების დიალოგისა და თანამშრომლობის საქმეში  აქტიურ როლს ასრულებს ცნობილი თურქი მოაზროვნე, თეოლოგი, მწერალი, პოეტი და კულტურათაშორისი დიალოგის მედროშე – ფეთჰულაჰ გიულენი, რომლის იდეები მიმართულია მოთმინებისა და სათნოებისაკენ, განათლების, ბავშვების აღზრდისა და ოჯახის სრულყოფისაკენ. რომელსაც სწამს, რომ უფრო მეტია ხალხების გამაერთიანებელი ელემენტები, ვიდრე გამთიშველი. ამ რწმენის საფუძველზე იგი მთელ თავის ცხოვრებას უძღვნის სოციალური პრობლემების გადაწყვეტას და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
დაწვრილებით...
 
«დაწყებაწინა123შემდეგიბოლოს»

გვერდი 1 of 3
 

copirght © 2007 - 2012 All rights reserved