ფირნიშები
 
Georgian (Georgia)Turkish (Turkiye)English (United Kingdom)
 
 
მთავარი
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები





მთავარი გვერდი
სამშობლო და სარწმუნოება – სიმაღლეთა მწვერვალები ბეჭდვა ელფოსტა

 მუხრან აბაშიძე

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი 

 ,,ქება-დიდება შემოქმედთა შემოქმედს, მწყალობელთა მწყალობელ დიდ ალლაჰს. მისი მადლი და მშვიდობა ყველაზე დიდ ადამიანს, ჩვენს შუამავალს, ყველაზე წმინდასა და სამაგალითოს დასაბამიდან სამყაროს დასასრულამდე.’’

სამშობლო  ის მადლიანი ადგილია, სადაც უფლის ნებით მამულიშვილი იბადება, იზრდება და ცნობიერი რწმენით იწყებს დიდსულოვან მოღვაწეობას.

სამშობლო ამ მამულიშვილთა სასიყვარულო ბაღია, სადაც სტუმართმოყვარეობაშიც ებაძებიან ერთმანეთს ღვთისაგან ნაბოძები ამ ნიჭით; სადაც ერთად ყოფნით ხარობენ და თავი სამოთხეში ჰგონიათ ამ სიხარულით; სადაც სიყვარულებს თესავენ, რათა მათ ბაღში სიკეთეთა ნერგებმა გაიხარონ, გაიზარდონ და სამოთხიურ ყვავილებად გაიშალონ ამქვეყნად და მარადისობაში

დაწვრილებით...
 
კონკურსი ყურანის კითხვაში ბეჭდვა ელფოსტა
 
აღებულია: http://tspress.ge/?p=1169  
თურქული ინტერნეტგამოცემა „ჰაბერ იქს“-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ყურანის საუკეთესო მკითხველთა გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა. ღონისძიება ირანის მუსტაფას უნივერსიტეტის, საქართველო-თურქეთის მეგობრობის ასოციაციისა და ქ.სტამბოლის „აზიზ მაჰმუდ ჰუდაის საქველმოქმედო ფონდის“ ინიციატივით ჩატარდა.

კონკურსი თბილისში ირანის კულტურის ცენტრში ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები იღებდნენ.გერმანელ, ქართველ და აზერბაიჯანელ კონკურსანტებს შორის, პირველი ადგილი წილად ბათუმელ ბადრი (ჰუსეინ) ვანაძეს ხვდა, რომელსაც დიპლომი და ფასიანი საჩუქარი-პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.

ვანაძემ ქალაქ სტამბოლის ყურანის ზეპირმცოდნეობის სკოლა და სირიის დედაქალაქ დამასკოში არაბული ენის და ლიტერატურის უნივერსიტეტი დაამთავრა. ის თავისუფლად ფლობს არაბულ და თურქულ ენებს. ერთი წლის განმავლობაში ის საუდის არაბეთის ტელეკომპანია „ალმაჯდში“ არაბულ-თურქულ-ქართულენოვანი გადაცემის წამყვანად მუშაობდა.

ბადრი ვანაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის ყურანის კითხვის და ზეპირმცოდნეობის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის ემზადება, რომელიც მომავალ წელს ირანის დედაქალაქ თეირანში ჩატარდება.

ზურა ბაუჟაძე

 

 

 

 
ქართველ მუსლიმთა კავშირი:„სახელმწიფო მიხვდა, რომ კანონს ის უნდა იღებდეს და არა დომინანტი რელიგია“ ბეჭდვა ელფოსტა

 (გამოქვეყნდა: http://tspress.ge/?p=5313)

საქართველოში მოქმედ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, tspress.ge-ს “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომრის მოადგილე, ტარიელ ნაკაიძე ესაუბრა: 

-ამ კანონის მიღება წინგადადგმული მოვლენაა. ჩვენთან სხვადასხვა მუსლიმური ორგანიზაციები არსებობს და მათ წინაშე სერიოზულად იდგა პრობლემა თუ ვის სახელზე გააფორმონ საკულტო შენობა-ნაგებობები თუ სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. ახლა კი ეს ცვლილებება, მინიმუმ ქონების რეგისტრაციის საკითხს მაინც მოაგვარებს.

-საკანონმდებლო ცვლილებამდე რამდენად მწვავედ იდგა მისი მიღების აუცილებლობა?
-არ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც ოფიციალურად დაეპატრონებოდა ამა თუ იმ მეჩეთს. სახელმწიფო მართვის ორგანოები, ვერ გასცემდნენ ნებართვებს საკულტო ნაგებობების მშენებლობებთან დაკავშირებით, ამიტომაც ბევრი მეჩეთი კერძო საკუთრებაში ირიცხებოდა, რეალურად კი თემის კუთვნილება იყო.
დაწვრილებით...
 
რელიგიური გაერთიანებების შესახებ „სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ბეჭდვა ელფოსტა

 

მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე რელიგიური სტატუსის განიხილვასთან დაკავშირებით, დიალოგის სტუმარი

ვიდეო ვრცლად იხილეთ TV25. 08.07/2011. .http://www.tv25.ge/videoshow.php?id=FLV/dialogi/2011-07-08%20.flv

 
რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბეჭდვა ელფოსტა

რელიგიური გაერთიანებების შესახებ „სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ძალაში შევიდა, რადგან გუშინ იგი „საკანონმდებლო მაცნეში“ ოფიციალურად გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონს პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი და გამოსაქვეყნებლად უკან, პარლამენტს დაუბრუნა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“  შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს,  მესამე მოსმენით, 70 ხმით 0-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა. 

 ვრცლად ნახეთ. ტრიბუნა გე. http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=3835&Itemid=1

 
სახელმწიფო და ეკლესია: 1. ახალი კანონი ბეჭდვა ელფოსტა
ლიბერალურ დემოკრატიას ორი ფუნდამენტური ღირებულება უდევს საფუძვლად: თავისუფლება და თანასწორობა. გუშინ მიღებული კანონი რელიგიური ინსტიტუტების შესახებ ორივე ამ ღირებულების დამკვიდრებას ემსახურება: ის ზრდის სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტების თანასწორობას კანონის წინაშე და ამით მეტ შესაძლებლობას აძლევს მორწმუნეებს, უფრო სრულად გამოიყენონ საკუთარი რელიგიური თავისუფლება.
რადიო თავისუფლება
http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24258569.html
 
 
მუსლიმთა ერთიანობის სიმბოლო ბეჭდვა ელფოსტა
ახმეტის რაიონის სოფელ დუისში იუსუფ მარგოშვილის სახელობის საშუალო სკოლაში მუსლიმთა წმინდა წიგნის - ყურანის ქართული თარგმანის 
პრეზენტაცია გაიმართა. 

ხანგოშვილების ოჯახში პანკისის ხეობაში ჩვენი თანამშრომლის, მექა ხანგოშვილის ოჯახში `კავკასიური სახლის` თანამშრომლები არაერთხელ ვყოფილვართ. ამჯერად ყურანი და `კავკასიური სახლის` სხვა გამოცემები ჩაგვაქვს. თბილად, კავკასიური სტუმართმოყვარეობით გვეგებებიან. ცოტა წავიხემსოთ, დაღლილები იქნებითო, გვეუბნება ოჯახის უფროსი ბატონი ხასო. გიორგი ლობჟანიძეს, ყურანის მთარგმნელს შესცქერის და ასეთმა ახალგაზრდამ ესოდენ დიდი შრომა როგორ გასწიაო, უკვირს კიდეც. იუსუფ მარგოშვილის სახელობის საშუალო სკოლის სამასწავლებლო ინტერესი დიდია, სკამები არ გვყოფნის. პირველად უხუცესები სხდებიან, შემდეგ სტუმრები, ბოლოს ახალგაზრდები და ქალები. ჩასულებს ცოტა დაბნეულობა გვეტყობა, განსაკუთრებით გიორგი ღელავს. შესავალ სიტყვას ბატონი ხასო წარმოთქვამს: ყურანი დედნიდან ითარგმნა, არაბულიდან, ენიდან, რომელზედაც ალ-ლაჰმა გარდმოავლინა. თარგმანი მაჰმადიანს, ისლამის მიმდევარს რომ შეესრულებინა, ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევდით, მაგრამ 
იგი ქრისტიანმა კაცმა, ქართველმა ახალგაზრდამ შეასრულა. გიორგიმ თორმეტი წელი მოანდომა ამ თარგმანს, რომელშიც უზარმაზარი შრომაა ჩადებული. გამოცემა იმითაცაა გამორჩეული, რომ კომენტარები ახლავს. ამ თარგმანმა ირანის სახელმწიფო პრემია `წლის წიგნი~ მიიღო. მართალია, ყურანის ქართულად წაკითხვა აქამდეც შეგვეძლო, 1906 წელს პეტრე მირიანაშვილმა `ცოდნის საზოგადოების~ დაკვეთითა და ილია ჭავჭავაძის თაოსნობით თარგმნა იგი, მაგრამ ის თარგმანი ფრანგული ენიდან იყო შესრულებული, თანაც მას შემდეგ 100 წელი გავიდა და ენაც თანამედროვე ქართულს უკვე საკმაოდაა დაშორებული. იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი გამოცხადებითი რელიგიებია, ერთ ღმერთს რომ აღიარებს და რელიგიათა ერთ ოჯახს ქმნის. ამიტომ ჩვენ, ქართველმა მუსლიმებმა, ქისტებმა არა მხოლოდ ჩვენი რელიგია უნდა ვიცოდეთ, არამედ იუდაიზმი და ქრისტიანობაცო, - ამბობს ბატონი ხასო.

 
აჭარაში მცხოვრებმა მუსლიმანებმა ყრილობა გამართეს ბეჭდვა ელფოსტა

 ვიდეო რეპორტაჟი აჭარის ტელევიზია

აჭარაში მცხოვრებმა მუსლიმანებმა, წმინდა მუჰამედ შუამავლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს ყრილობა გამართეს.

ყრილობაზევე შედგა ქართველ მუსლიმთა კავშირის პრეზენტაცია და ღვაწლმოსილი ადამიანების დაჯილდოება.მუჰამედ შუამავლის დაბადების დღე, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით მოძრავია, წელიწადში ორჯერ აღინიშნება და სხვადასხვა დროს ემთხვევა. წელს ის მოძრავი მთვარის კალენდრით 15 თებერვალსა და უძრავი მზის კალენდრით 20 აპრილს აღინიშნა.

დღევანდელ შეხვედრას ირანის საელჩოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საკონსულოების წარმომადგენლები, ასევე თურქეთში მცხოვრები ქართველი მუსლიმანები ესწრებოდნენ.

წმინდა მუჰამედ შუამავლი 571 წლის 20 აპრილს დაიბადა.
 
მუსლიმთა კავშირის წევრები მუჰამედ შუამავლის დაბადების 1440-ე წლისთავს აღნიშნავენ ბეჭდვა ელფოსტა

ავტორები: ქეთი დუმბაძე; ლაშა თავდგირიძე; მამუკა ცერცვაძე
ვიდეო რეპორტაჟი TV25

აჭარაში მცხოვრები მუსლიმანები წმინდა მუჰამედ შუამავლის დაბადების 1440 წლისთავს აღნიშნავენ. კვირეულის ფარგლებში „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“ ბონის კულტურის სახლში მორწმუნეთა შეკრება მოაწყო. შეხვედრას თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველი მუსლიმანები და ამავე ქვეყნების წარმომადგენელი კონსულები ესწრებოდნენ. შეკრებაზე „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ პრეზენტაცია შედგა, ხელმძღვანელთა თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანი ისლამის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მცხოვრებ მუსლიმანურ დიასპორებთან საგანმანათლებლო-კულტურული ხასიათის ურთიერთთანამშრომლობა იქნება

 
ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში და ფეთჰულაჰ გიულენის შეხედულებები ბეჭდვა ელფოსტა
ემზარ მაკარაძე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი
 
მსოფლიო გლობალიზაციის ხანაში მშვიდობის, ურთიერთგაგების, სიყვარულის, ტოლერანტობის, ცივილიზაციების, კულტურათა და ეთნიკური უმცირესობების დიალოგისა და თანამშრომლობის საქმეში  აქტიურ როლს ასრულებს ცნობილი თურქი მოაზროვნე, თეოლოგი, მწერალი, პოეტი და კულტურათაშორისი დიალოგის მედროშე – ფეთჰულაჰ გიულენი, რომლის იდეები მიმართულია მოთმინებისა და სათნოებისაკენ, განათლების, ბავშვების აღზრდისა და ოჯახის სრულყოფისაკენ. რომელსაც სწამს, რომ უფრო მეტია ხალხების გამაერთიანებელი ელემენტები, ვიდრე გამთიშველი. ამ რწმენის საფუძველზე იგი მთელ თავის ცხოვრებას უძღვნის სოციალური პრობლემების გადაწყვეტას და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
დაწვრილებით...
 
დიალოგი ბეჭდვა ელფოსტა
მუსლიმთა უფლებები
 
მეჩეთის პოლიტიკური ფასი ბეჭდვა ელფოსტა

დიალოგი, 12.01.2011

 
დისკუსია პრესკაფეში: უნდა აშენდეს თუ არა მეჩეთი ბათუმში ბეჭდვა ელფოსტა

ვიდეო რეპორტაჟი TV 25, MAESTRO

ავტ: ნათია როყვა, ედო კოჩალიძე, მირიან ურუშაძე საჯარო შეხვედრა, რომელიც დღეს პრეს-კაფეში გაიმართა და ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურის ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ საქართველოში მუსლიმანური სალოცავების აშენების თემის განხილვას მიეძღვნა, „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივით მოეწყო. პირველი კითხვა ჟურნალისტმა ნათია ზოიძემ დასვა.

დაწვრილებით...
 
«დაწყებაწინა123შემდეგიბოლოს»

გვერდი 1 of 3
 

copirght © 2007 - 2012 All rights reserved